დავით სერგეენკო - საქართველოში  2019-2020 წლებში 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება იგეგმება

საქართველოში 2019-2020 წლებში 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მინისტრის თქმით, მაღალმთიან რეგიონებში იგეგმება ექიმებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, რომ მათ მეტი დახმარების გაწევა შეძლონ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

"მთლიანად საქართველოს მასშტაბით 400 ამბულატორიის რეკონსტრუქციაზე ან ახლის აშენებაზეა არათუ საუბარი, არამედ კონკრეტული გეგმა 2019-2020 წლების განმავლობაში. საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ასევე სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მეტი დახმარების აღმოჩენა შეძლონ ადგილზე, ისევე როგორც ხელს შევუწყობთ მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით", - განაცხადა სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა