სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის ფარგლებში დაახლოებით 1300 ბავშვია გამოკვლეული

სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში დაახლოებით 1300 ბავშვია გამოკვლეული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისათვის, რომ ვალიდური მონაცემები დაიდოს, საჭიროა 1500 ბავშვის გამოკვლევა.

„ეს კვლევა უკვე მესამედ ტრადება ქვეყანაში, ბოლოს 2005 წელს ჩატარდა და მოიცავს დაახლოებით 14 000 შინამეურნეობას. ჩვენი მონაწილეობა ამ კვლევაში ტყვიის საკითხმა განაპირობა. ბოლო პერიოდში ტყვიის შესახებ ინფორმაცია ხშირად ჟღერდება და გარკვეული შეშფოთება გამოიწვია მოსახლეობაში. დიდი თხოვნით გაერო-ს ბავშვთა ფონდმა პირველად ამ ტიპის კლევაში ჩართო ტყვიისა და წყლის ხარისხის კომპონენტი. 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ვიკვლევთ საქართველოს 10 რეგიონში, ეს ხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ვალიდური ინფორმაცია რომ მივიღოთ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დაახლოებით 1500 ბავშვის გამოკვლევა უნდა მოხდეს. ამ პრინციპით 10 რეგიონში უკვე გამოკვლეული გვყავს დაახლოებით 1300-მდე ბავშვი. ლაბორატორიული გამოკვლევები მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტში - იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში. აღებული სისხლის ნიმუშების უკვე პირველი პარტია გაგზავნილია. ჩვენ საერთო შედეგი და სურათი გვექნება გაზაფხულზე. მე ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს და ასევე ჩემს კოლეგებს, ექიმებს, ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ კვლევას რამეთუ ჩართვაში გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში. ველი დაიწყო სექტემბერში, სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და დაახლოებით 20-დან 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ამირან განყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: 2-დან 7 წლამდე ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობას შეუმოწმებენ

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე