დავით სერგეენკო - ახალი პროგრამის შეძენის შედეგად, სასწრაფო ბრიგადის გამოძახების ადგილზე მისვლის დრო შემცირდება

სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ. განახლების შედეგი იქნება ის, რომ შემოკლდეს გამოძახების ადგილზე მისვლის დრო, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ ახალი პროგრამის შეძენის საკითხზე კომენტირებისას.

"სასწრაფო დახმარების სადისპეჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ და რაიმე პრინციპული სიახლე ამ მხრივ არ არის. პრიორიტეტის დედააზრი არის ის, რომ როცა არის ორი გამოძახება და არის ერთი თავისუფალი ბრიგადა, რომელს მიანიჭო პრიორიტეტი - ავტოსაგზაო შემთხვევას მრავლობითი დაზარალებულით თუ მაღალ ტემპერატურას. სადისპეჩერო ტრიაჟი ჰქვია ამას. ამ პროგრამების განახლება მუდმივად ხდება. სადისპეჩეროები ყოველთვის ამ პრიორიტეტებით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება იქნება, რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახების ადგილზე მისვლის დრო",- განაცხდა სერგეენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე