დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ლელა სტურუას ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციები ტელეკომპანიების მხრიდან არ სრულდება.

„დაიწყეს თამბაქოს მოწევა ტელევიზიის შენობებში. სამწუხაროდ, ეწევიან შენობებში. ხშირია ტელეკომპანია, რომელთა სხვადასხვა გადაცემებში თამბაქოს მოხმარება ჩანს. ტელევიზიებთან დაკავშირებით ასევე მინდა ვთქვა, რომ უარს გვეუბნებიან იმ ვიდეო-რგოლის ჩვენებაზე, რომელიც სეზონური ვიდეორგოლია და გვიჩვენებს, თუ როგორ მოვიქცეთ ზამთრის სეზონზე. გვწერენ, რომ თითქოს ჩვენ ამით კანონს ვარღვევთ და კანონის დარღვევისკენ ვუბიძგებთ. უარს გვეუბნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც“, - აცხადებს ლელა სტურუა.

პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს