მამუკა ბახტაძე - vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს

vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ საუბრისას განაცხადა.

პრემიერი გამოეხმაურა ყალბი გვერდების გახსნის საკითხს და მოსახლეობას მოუწოდა, ე.წ. fake ვებგვერდებით არ ისარგებლონ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა 2019-2020 წლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

პრემიერის განცხადებით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება.

„ეს არ არის ის რესურსი, რომ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ არის თანხა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გადაჭრას შევძლებთ. მთელი პოლიტიკური გუნდი მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაყენოთ დადებითი შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა