პაატა ზაქარეიშვილი - საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება არ დააგდოს ტემპერატურა

საპარლამენტო არჩევნებამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება არ დააგდოს ტემპერატურა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იქნება მცირე დაძაბულობა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს რევოლუციას. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ ამის ვარაუდის ერთ-ერთი საფუძველია ის განცხადება, რომ არჩევნების შედეგებთან მიმართებით, პროცესები სასამართლოშიც ინაცვლებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ დააგდებს ტემპერატურას, იგივე მათი სასამართლოში წასვლა ნიშნავს, რომ არ აპირებენ რევოლუციას. ეს არის ზოგადად კარგი ნიშანი, მაგრამ არა „ქართული ოცნებისთვის“, რომლებსაც მუდმივად მოუწევთ, კონკურენცია გაუწიონ კვალიფიციურ ბრძოლაში, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე სხვა ოპოზიციურ ძალებს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა