აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამი მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სამი მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, უწყებას ავტომობილებთან ერთად, 7 კომპიუტერი, ტელეფონები და კომუნიკაციის სხვა საშუალებები გადაეცა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პროექტი შიდსისა და ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რაც აჭარის რეგიონში სკრინინგისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალოდ გასვლებს ითვალისწინებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარა უკვე შეუერთდა "ნულოვანი ტუბერკულიოზის ინიციატივას" და სწორედ ამ თემაზე ბათუმში შიდსთან და c ჰეპატიტთან ბრძოლის ინოვაციების კონფერენცია მიმდინარეობს.

"ეს სამი ავტომანქანა ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგს მოემსახურება. მანქანები მივა სხვადასხვა დასახლებაში, მოსახლეობაში, რათა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროგრამაში. მთავარი მიზანია მოხდეს ამ სამი დაავადების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა