მამუკა მდინარაძე - აქციაზე პროვოკაციები არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდა, რომ ეს მათაც არ აწყობთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე პროვოკაციები არ იქნება, რადგან მისი თქმით, ოპონენტები მიხვდნენ, რომ ეს მათაც არ აწყობთ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ადგილზე სამართალდამცველები ნებისმიერ შემთხვევაში მობილიზებული იქნებიან.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უწევთ ლავირება მიხეილ სააკაშვილის ახირებებსა და მათთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს შორის იმიტომ, რომ მათ ადეკვატური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება რეალიზებული იყოს არ გააჩნიათ და ამაზე პრინციპში, თვითონ ლაპარაკობენ. მე ვფიქრობ, რომ პროვოკაციები არ იქნება. მიხვდნენ, რომ თვითონაც არ აწყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცველები მობილიზებული არიან იმგვარად, რომ ყოველგვარი პროვოკაცია ამ მხრივაც იქნება გამორიცხული,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა