კახა კალაძე „რუსთავი 2“-ს  - ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში

შეიძლება კახი კალაძე და „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე საუბრისას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გააკეთა სიუჯეტი, სადაც საახალწლო ღონისძიებებზე იყო საუბარი. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ მერია საახალწლო სცენის მოწყობისთვის 2 მილიონ ლარს დახარჯავს, კალაძის თქმით, სიცრუეა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ამის უფლებას მათ არ მივცემ. ვალდებული ვარ, მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, რომ ყოველთვის მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. გუშინ ტელეკომპანიამ გადასცა საახალწლო ღონისძიებებზე სიუჟეტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საახალწლო სცენის მოწყობაზე მერია ხარჯავს 2 მილიონ ლარს. ციფრები რომ დავაჯამოთ, დაახლოებით, გამოდის 1 მლნ 60 ათასი ლარი, საიდან მოიტანეს 2 მილიონი, გაუგებარია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს სატენდერო დოკუმენტაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს არის ტენდერი იმ სცენაზე, მოწყობილობებზე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ 2018-2019 წლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. ამ პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, ეს არის „თბილისობა“, „26 მაისი“, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, პროექტი „თბილისი“ ამისთვის საჭიროა სცენა, განათება და ეს მოწყობილობები მთელი წლის განმავლობაში უნდა მოგვემსახუროს. გამოდის, მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს 2 მლნ იხარჯება სცენის მოსაწყობად. შეიძლება კახი კალაძე არ მოგწონდეთ, შეიძლება „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეთ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში. ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას და გამხილებთ იმ სიცრუეში, რასაც თქვენ აკეთებთ და ახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა