თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

48 წლის მამაკაცი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამშენებლო ობიექტზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა