ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2018

ნატოსა და რუსეთის გასაიდუმლოებული შეხვედრა ბაქოში

კატასტროფა! - ყველაზე მსხვილ 10 კომპანიას შორის სამი ტოტალიზატორი და მხოლოდ 1 მწარმოებელია (50-ში კი სულ 8) ...

* * *

ნატოსა და რუსეთის გასაიდუმლოებული შეხვედრა ბაქოში

“ბაქოში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალ გენერალ კერტის სკაპაროტის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხარეებს შორის სამხედრო მაღალი დონის შეხვედრა, ეს არ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური და ფორმალური ტიპის შეხვედრა. ნატო ამ შეხვედრას საკმაოდ სერიოზულად ეკიდება. გენერალი სკაპაროტი ასე უბრალოდ ნამდვილად არ დადის,” - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. მისი ცნობით, აზერბაიჯანში ნატო-სა და რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირების შეხვედრა მიმდინარეობს, ხოლო შეხვედრის მთავარი საკითხები გასაიდუმლოებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნატოსა და რუსეთის გასაიდუმლოებული შეხვედრა ბაქოში / "როდესაც ერთმანეთს ორი უმაღლესი დონის სამხედრო ხვდება, ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ რეაგირებაა საჭირო".

“შერჩეულია კავკასიის რეგიონი, აზერბაიჯანი, - ბაქო, რომელსაც ლიდერი სახელმწიფოს ერთგვარი ამბიცია აქვს. მოლაპარაკებების თემა ძალიან გასაიდუმლოებულია. ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა ტარდება დღეს ბაქოში, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. შესაძლოა ეს შეხვედრა შავი ზღვის რეგიონში დაძაბულ სიტუაციას დავუკავშიროთ, ქერჩის სრუტეში არსებულ ინციდენტს და რუსეთ-უკრაინას შორის დაწყებულ ფარულ საომარ მოქმედებებს. ასევე, ამერიკელების მიერ შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო გემების გაგზავნას, რამაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. როდესაც ერთმანეთს ორი მაღალი დონის სამხედრო ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონემდეა დაძაბული და სასწრაფოდ რეაგირებას მოითხოვს. მოლაპარაკებები ამიტომაც არის განხორციელებული ბაქოში. ნატო-სა და რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირების შეხვედრა შესაძლოა რამდენიმე ფაქტს დავუკავშიროთ. გარკვეულწილად შესაძლოა საქართველოს თემაც შევიდეს ამ შეხვედრაში - ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა დამრტყმელი ტიპის შეიარაღების ელემენტები განათავსა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“შესაძლოა გამოიყოს თურქეთის გააქტიურებაც, რომელიც უკვე რეგიონულ ჰეგემონობაზე აცხადებს პრეტენზიას. იგი სამხედრო-საზღვაო ბაზას ტრაბზონის მიდამოებში ხსნის. თურქეთი ნატო-ს წვერი ქვეყანაა, თუმცა რეალურ ქმედებაში ის უფრო რუსეთის ფარული მოკავშირის ფუნქციას უფრო ღებულობს, ვიდრე ნატო-ს ფორმალური მოკავშირეობის ფუნქციებს. თურქეთი უკვე დამოუკიდებელი ხდება, რომელიც არც ნატო-ს, არც ამერიკას და არც რუსეთს არ დაექვემდებარება. იგი “დამოუკიდებელ ცურვაშია” შესული. ერდოღანმა ამერიკული მხარე გააფრთხილა კიდევაც ქურთების მიმართ შეწყვიტოს იარაღის მიწოდება. იგი იმუქრება, რომ ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს ქურთების წინააღმდეგ. ასევე, ამერიკა მცირე და საშუალო ბალისტიკური რაკეტების შემცირების ხელშეკრულებიდან გამოვიდა და ამან შესაძლოა უფრო დაძაბოს რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“გასათვალისწინებელია ასევე ავღანეთში არსებული სიტუაცია, რომელსაც ბაქოს სამიტი განიხილავს. ნატო-ში რეალური ბერკეტები უმაღლეს მთავარსარდალს და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უკავია. ავღანეთში არსებული სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლიდან გამოსული. მნიშვნელოვანია როგორ ითანამშრომლებს ნატო-სა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურები, რომ ის საფრთხე, რომელიც დღეს ავღანეთში არსებობს, დაძლეული იქნას. ბაქოში მიმდინარე შეხვედრა ასევე შესაძლოა აპატურაის საქართველოში ვიზიტსაც დავუკავშიროთ. აპატურაიმ გამონახა დრო და საქართველოში ჩამოვიდა. კავკასიის რეგიონი საკმაოდ საინტერესო რეგიონად გადაიქცა. აპატურაი ჩავა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

კატასტროფა! - ყველაზე მსხვილ 10 კომპანიას შორის სამი ტოტალიზატორი და მხოლოდ 1 მწარმოებელია (50-ში კი სულ 8) ...

“10 ყველაზე მსხვილი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის მხოლოდ ერთი მწარმოებელი მოხვდა, ხოლო ორმოცდაათეულში - 8. ტოპ ათეულში სამი ტოტალიზატორია. ასეთი სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეალური სექტორი ქვეყნაში კვლავ განუვითარებელია. ასეთი ტენდენცია ქვეყანასა და მის მოსახლეობას კატასტროფას უქადის. 2017 წლის მონაცემებით 50 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის ბანკები ვერ მოხვდნენ. ასევე ჩამონათვალში არ არიან საგანმანათლებლო ტიპის ორგანიზაციები, თითებზე ჩამოსათვლელია საწარმოები, რომლებიც ადგილობრივ პროდუქციას ქმნიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეს არის კატასტროფა! - ყველაზე მსხვილ 50 კომპანიას შორის მხოლოდ 8 მწარმოებელია / “მთავარი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობა. ამას ვერ მივაღწევთ ვერც იმპორტითა და ვერც ტურიზმით”

“ყველაზე დიდი წილი მომსახურებისა და გაყიდვების სფეროს უჭირავს, ხოლო თანაბარი წილი აქვთ აზარტული თამაშების ბიზნესსა და მწარმოებლებს ანუ რეალურ სექტორს, რომლის განვითარებაც ქვეყნის ეკონომიკური გუნდის გაცხადებული პოლიტიკით მთავარი საზრუნავია. “ოცნების” ხელისუფლების 6 წელში არ გაზრდილა წარმოების წილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მთავარი დანაპირები სწორედ ეს იყო. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი კატასტროფად მიიჩნევს ფაქტს, რომ 50 ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის მხოლოდ 8 არის მწარმოებელი და ზუსტად იმდენივეა აზარტული თამაშების კომპანია, რამდენიც რეალური სექტორის წარმომადგენელი. “ეს მონაცემები არის კატარსტროფა ეკონომიკისთვის. სამწუხაროდ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა ტოპ ათეულში 3 აზარტული თამაშების კომპანიაა და დანარჩენი ყველა იმპორტიორია. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სახე, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ, თუ რა არის გამოსასწორებელი. ლარის გაუფასურებაც დ ერთციფრიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ამის შედეგია. რასაკვირველია, უმუშევრობასაც ეს იწვევს”, - განმარტავს ჯანიაშვილი, რომლის თქმით გაუგებარია, "აზარტულ თამაშებზე მუდმივი საუბრის შემდეგ, ასეთი ვინ ლობირებს, რომ ეს სფერო რეალური რეგულაციების ქვეშ ვერა და ვერ მოექცა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მესმის, რომ ხალხს იმპორტიორიც ასაქმებს, მაგრამ წარმოების შემთხვევაში ქვეყანა იღებს ბევრად მეტ დოვლათს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არ არის მიმართული ადგილობრივი მწარმოებლის ხელშეწყობაზე და მიდის გაურკვეველი საუბრები, რომ იმპორტიორის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს იმ დროს, როცა აშშ-იც კი დღეს შეზღუდვები უწესდებათ იმპორტიორებს, რაც ადგილობრივი წარმოების წახალისებას იწვევს... ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთავარი რომ არ არის, უახლოესი ისტორიის გამოცდილებაც მოწმობს - 2006-2007 წლებში გვქონდა ძალიან კარგი ზრდა, მაგრამ პარალელურად იზრდებოდა სიღარიბე და უმუშევრობა, რაც ზრდიდა უთანასწორობას. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეიძლება გაზარდოს პრივატიზაციამ ან უცებ შემოსულმა დიდმა იმპორტმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დადებითი პროცესი მიმდინარეობს - ინდიკატორი უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობა და ამას ვერ მივაღწევთ ვერც იმპორტითა და ვერც ტურიზმით - ტურისტის დახარჯული თანხა ისევ უცხოეთში გაედინება, რადგან ჩვენი წარმოება ძალიან დაბალ დონეზეა და ის ყიდულობს სხვის პროდუქციას...” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილი.

“ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ სამწუხარო რეალობის შესაცვლელად ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური აქტივიზაციის უნარის მქონე ახალი პოლიტიკური და მმართველობით ძალა. “საქართველოში რეგისტრირებულია 709 729 ბიზნესსუბიექტი, საიდანაც აქტიური არის მხოლოდ 184 660 და მათ შორის კი 180 437 კერძო პირია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიის მიერ. მათ შორის ლიდერობს 50 მსხვილი კომპანია ვაჭრობისა და აზარტული თამაშების სფეროდან”, - აღნიშნავს რატი აბულაძე, რომლის დასკვნით, არასაკმარისია ქვეყნის ეკონომიკის “ჭაპანის მზიდი” სუბიექტების რაოდენობა - “ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში გვაქვს მძიმე სოცილურ-ეკონომიკური ფონი, არაჯეროვანი ეკონომიკური აქტივობა, იმპორტული პროდუქციის დომინირება, ფასების ზრდა, უმუშევრობისა და შრომითი უფლებების დაცვის პრობლემები, ვალებისა და ვალდებულებების გასტუმრების გამოწვევები", დასძენს აბულაძე, რომლის დასკვნით, "ჯამში, აღნიშნული მოცემულობა არის სიგნალი, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური აქტივიზაციის უნარის მქონე ახალი პოლიტიკური და მმართველობითი ძალა”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა