კანონპროექტს, რომლითაც პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება, დაჩქარებული წესით განიხილავენ

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პიროტექნიკის 18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაჩქარებული წესით განიხილეს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პიროტექნიკის გამოყენების გამო, მხოლოდ 2018 წლის 2 იანვრისთვის 44 ტრავმატიზმის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის 24 ბავშვებში.

„წინასაახალწლოდ და სადღესასწაულო დღეებში ჩვენ ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ტრავმატიზმის შემთხვევების მომსწრენი ვართ, რომელიც დაკავშირებულია პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენების წესების დარღვევასთან. მხოლოდ 2018 წლის 2 იანვრისთვის 44 ტრავმატიზმის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის 24 ბავშვებში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში მთელი რიგი რეგულაციები აწესრიგებს პიროტექნიკის უსაფრთხოების წესებს, არა მხოლოდ გამოყენების, არამედ, იმპორტის, ექსპორტის, შეფუთვის და ა.შ. ბუნებრივია, ამ წესების დანერგვა იქნებოდა ნაჩქარევი, ის მოითხოვს განხილვას, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე რეალიზაციაში ჩართულ კომპანიებთან. მინიმალური სტანდარტი ამ მიმართულებით არის ასაკობრივი შეზღუდვა პიროტექნიკის პროდუქციის შესყიდვაზე. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო მარტივი იქნება ადმინისტრაციის თვალსაზრისით, 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეზღუდვის დაწესება. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მთავრობასთან შეთანხმებით, აღსრულებას მოახდენს მუნიციპალიტეტი. კანონპროექტის მთავარი არსია ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესება კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის 100 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარი. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმების გაორმაგება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.

იხილეთ ვიდეო: პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა იკრძალება - საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო