ზაზა გაბუნია არის დიპლომატი, პოლიტიკოსი და მწერალი. მადრიდის სენეკას ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი; მონტერეის უნივერისტეტის საპატიო დოქტორი; მეხიკოს უნივერსიტეტის დიდი პრემიის მფლობელი - “აღიარება საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰუმანიზმში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისათვის”;
ლათინოამერიკული უნივერისტეტის უმაღლესი ჯილდოს “დიპლომატიაში ბრწყინვალე მიღწევებისათვის” - მფლობელი;
ელიტარული ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” “ბროლის ბუს” მფლობელი; პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (2017-2020 წწ);
2021 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში.
ორი მხატვრული რომანისა და პუბლიცისტური წერილების კრებულის ავტორი.
დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს. თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს.
2004-2005 წწ. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. საპატრიარქოს რადიო "ივერიას" გადაცემის წამყვანი; 2006-2007წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული აზრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2007-2008წწ. გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი; 2010 წელს დაინიშნა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 2014-2016წწ. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი. აქვს თბილისის თვითმმართვლობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება. არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტპუბლიკაციისა და წიგნის - "პუბლიცისტური მოდუს ვივენდი" ავტორი.
· თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2013-2014);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" , ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-);
· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" (2016-2017).
ფლობს ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიულ და რუსულ ენებს.