პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა და სალომე ზურაბიშვილმა 12-ვეს დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

„2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით საქართველოს მთავრობამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა. ყველა წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

მათივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა ელჩის დანიშვნის თაობაზე ბოლო განკარგულება 21 მარტს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ მასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გამოსცა.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, თანამდებობებზე დაინიშნენ შემდეგი პირები:

ვახტანგ მახარობლიშვილი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე

სოფიო ქაცარავა- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე

ზაზა გაბუნია - მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე

დავით სოლომონია- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ირაკლი ხუცურაული- ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ირაკლი ხუცურაული- შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად

ზურაბ ბერიძე - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად

ნათელა მენაბდე - დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად

თეიმურაზ ლეჟავა - იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ლევან დიასამიძე - მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

სალომე შაფაქიძე - ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.

კერძოდ, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე