გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები

როდესაც საქმე ავტომობილის ტექნიკურ ინსპექტირებას ეხება, მძღოლებისთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა.

იმისათვის, რომ გრინვეიში ავტომობილების შემოწმება ზუსტად იმავე ხარისხის იყოს, როგორიც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია, ის მსოფლიო ლიდერებთან თანამშრომლობს. გრინვეი უკვე წლებია ამაყობს ისეთი ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, როგორებიცაა CITA, Applus+ და MULLER AUTOMOTIVE.

CITA - საერთაშორისო საავტომობილო ინსპექტირების კომიტეტი

გრინვეი ამ საერთაშორისო ასოციაციის წევრი 2019 წლიდან არის. CITA აერთიანებს ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ გზებზე უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ამაღლებაზე. სწორედ გრინვეისა და CITA-ს თანამშრომლობას უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტი, მაგალითად, გრინვეი აკადემიის დაარსება, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრს.

Applus+ (ესპანეთი) - საერთაშორისო ლიდერი კომპანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების სფეროში

Applus+ არის გლობალური ლიდერი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში, რომელიც წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 70 ქვეყანაში. „გრინვეის“ თანამშრომლებმა სწორედ ესპანეთში, Applus+-ის ბაზაზე გაიარეს აკრედიტაცია და მიიღეს ის უმნიშვნელოვანესი უნარები, რასაც დღეს ინსპექტირების ცენტრებში იყენებენ.

MULLER AUTOMOTIVE (საფრანგეთი)

უსაფრთხო შემოწმებისთვის მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, აუცილებელია უმაღლესი დონის ტექნიკაც. გრინვეის სერვისცენტრები აღჭურვილია ფრანგული კომპანიის, Muller Automotive-ის მიერ წარმოებული თანამედროვე დანადგარებით. ტექნიკურ გუნდს კი რეგულარულად უტარდება ტრენინგები ცოდნის გასაღრმავებლად და აპარატურასთან მუშაობის ასათვისებლად.

ტექდათვალიერება რიგების გარეშე

ევროპული სტანდარტების დანერგვასთან ერთად, გრინვეი მომხმარებელს გაუმჯობესებულ ონლაინ სერვისებსაც სთავაზობს.

Greenway.ge-ს მეშვეობით წამებში შეგიძლია გადაამოწმო შენი ავტომობილის ინსპექტირების თარიღი, ნახო ტექდათვალიერების ცენტრების მისამართები და ისარგებლო ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის სერვისით, რის შემდეგაც ადგილზე მოსულს რიგში დგომა აღარ მოგიწევს.

გისურვებთ ტექინსპექტირების წარმატებით გავლას!

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა