ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით უსახლკარო მოქალაქეების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართა, სადაც ჯგუფის წევრებმა მუნიციპალიტეტების მერებს მოუსმინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტების მერებმა სამუშაო ჯგუფს ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს და თემატური ჯგუფის ფორმატში, ძირითად აქტორებთან ერთად განიხილეს არსებული მდგომარეობა და ყველა ის მოსაზრება და რეგულაცია, რომელიც მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მომავალში უსახლკარობის პრობლემისგან ეფექტურად დააზღვევს.

შეხვედრას თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი- გიორგი წოწკოლაური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის და თავშესაფრით-საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის წევრი, უსახლკაროთა საკითხებზე პროგრამის კოორდინატორი ნინო ლომინაძე და ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილი, ესწრებოდნენ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომაზე მოხსენებები აღნიშნული მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე წარმოადგინეს ცენტრალური ხელისუფლების უწყებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. მოსაზრებები წარმოადგინეს ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ.

„თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში ჩატარებული ყოველი სხდომა, სუბიექტები, ვისაც ვუსმენდით, ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ მოსმენის შედეგად დავამუშავეთ და შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ამ მოსმენებმა განაპირობა, იყო ძალიან სასარგებლო, საქმიანი და შედეგის მომტანი. ეს იყო ბოლო მოსმენა ამ ფორმატში. დაგვრჩა ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც უნდა შევჯერდეთ პროექტზე და რეკომენდაციებზე. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს დაახლოებით ათ საკითხზე ასეთი რეკომენდაციები და დოკუმენტი, რომელსაც შევიმუშავებთ, უნდა იძლეოდეს წინაპირობას იმისა, რომ პოლიტიკა იქნება ეფექტური და მე ვთვლი, რომ პარლამენტის და რეგლამენტის გათვალისწინებით ეს რეკომენდაციები ამას უზრუნველყოფს. მე მაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ამ სამუშაოს დროსა და სივრცეში ძალიან სწრაფად დავასრულებთ და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე შეძლებს ამ პოლიტიკის კარგად განხორციელებას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„თემატური მოკვლევის ჯგუფი კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით შეიქმნა და მის მიზანს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს. ჯგუფი ასევე შეისწავლის საქართველოში ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ ვითარებას და იმას, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ჯგუფის მიზანია ასევე გამოკვეთოს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები, რისი გამოსწორებაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით. თემატური მოკვლევის ბოლოს, მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და დასკვნიდან გამომდინარე რეკომენდაციების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე