ზაზა გაბუნია - კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისათვის დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი აქტიური წვლილი შეიტანეს თემატური ჯგუფის მუშაობაში.

„შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, მიმოიხილავს და აფასებს იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ამ დოკუმენტში გამოკვეთილია ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოში უსახლკარობის პრობლემებს უკავშირდება დაწყებული ტერმინით გაგრძელებული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გადანაწილების საკითხით, დასრულებული სერვისებზე ხელმისაწვდომობით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით დოკუმენტში განსაზღვრულია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება როგორც საქართველოს პარლამენტს ისე მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ უსახლკარო პირთათვის სათანადო პოლიტიკის არსებობა, მათთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ამავდროულად საქართველოს მთავრობას აქვს აღებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ექნება სრულფასოვანი დოკუმენტი უსახლაკრობის პრობლემის მართვისათვის, რომელმაც თანდათანობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის დაძლევა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილი თემატური მოკვლევის საპარლამენტო ჯგუფი საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მუშაობას.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე