კახა კალაძე ზაზა გაბუნიაზე - კომპეტენტური ახალგაზრდაა, განათლებული, მე მგონია, გაუმკლვდება გამოწვევებს

მე მგონია გაუმკლვადება გამოწვევებს, არაფერი არ არის გასამკლავებელი და რთული, მთავარია მონდომება,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით შეძლებს თუ არა მექსიკაში საქართველოს ელჩად დანიშნული ზაზა გაბუნია გამოწვევებთან გამკლავებას, იმ პირობებში, როდესაც მას დიპლომატიური სამსახურის გამოცდილება არ აქვს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ზაზა გაბუნია კომპეტენტური და განათლებული ახალგაზრდაა და გამოწვევების დაძლევა არ გაუჭირდება.

„კომპეტენციის ნაკლებობა არასდროს არ ჰქონია. კომპეტენტური ახალგაზრდაა, განათლებულია, ნასწავლია და მინდა წარმატებები ვუსურვო. მე მგონია გაუმკლვდება გამოწვევებს, არაფერი არ არის გასამკლავებელი და რთული, მთავარია მონდომება, მთავარია შესაბამისი განათლება და სურვილი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატი ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ის 2016-2020 წლებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო "ქართული ოცნებიდან".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა