„თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პროექტის“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

დღეს ევროპის საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა დაესწრნენ. მაია ბითაძის განცხადებით, ევროსაბჭოს დახმარებით, საპილოტე პროექტი, რომელიც საქალაქო პარკების მშენებლობის დროს საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს, წარმატებით განხორციელდა.

„ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები, მით უმეტეს, რომ მას მხარს ევროსაბჭო უჭერს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. ამასთან, დაგეგმილია დისკუსიისა და კოორდინაციის მდგრადი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით განიხილება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის ინიციატივები.

მათივე ცობით, შეხვედრას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზაზა გაბუნია და სოფიო კილაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ევროპის საბჭოს ექსპერტები ვაჟა სალამაძე და დავით ლოსაბერიძე ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა