ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი, საქართველო – ციფრულმა ბანკმა ჰეშბანკმა სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი სერვისის გაშვება ოფიციალურად გამოაცხადა. ფუნქციონალი მომხმარებლებს ვირტუალური აქტივების გარე მისამართებიდან მიღებისა და გადაცემის შესაძლებლობას სთავაზობს. ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტით ჰეშბანკის კრიპტოსერვისი ცვლის კრიპტოს მართვის გამოცდილებას და ტრადიციული საბანკო სისტემისა და გლობალური კრიპტოქსელების სრულფასოვან, უსაფრთხო ინტეგრაციას ახორციელებს.

ეს არის გარდამტეხი მოვლენა როგორც ლოკალური, ისე რეგიონული ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. როგორც რეგიონში წამყვანი Crypto-forward ბანკი, ჰეშბანკი ახალი ინფრასტრუქტურით მომხმარებელს კრიპტოს გამოყენების უპრეცედენტო თავისუფლებასა და მოქნილობას ანიჭებს. უკვე შესაძლებელია ჰეშბანკის ანგარიშის მარტივად შევსება (შემომავალი გადმორიცხვა) გარე კრიპტოსაფულეებიდან (External Wallets) და პირიქით - კრიპტოს გატანა ჰეშბანკიდან გარე ქსელებში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრადიციული საბანკო და კრიპტოს ეკოსისტემების დაახლოებისკენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჰეშბანკის პოზიციას - ბანკის, რომელიც თანამედროვე ფინანსურ შესაძლებლობებს მომხმარებლისთვის მარტივ, ერთიან გამოცდილებად აქცევს.

სისტემა მხარს უჭერს წამყვან ბლოკჩეინ ქსელებს და ოპერაციის ინიცირებისას მომხმარებელს სრულ, გამჭვირვალე ინფორმაციას აწვდის ქსელის სისწრაფესა და საკომისიოებზე. არქიტექტურა უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს ეფუძნება: მოითხოვს ორმაგ ავთენტიფიკაციას (ბიომეტრია ან OTP კოდი) და გარე მისამართების წინასწარ ვალიდაციას. გარდა ამისა, პროცესი სრულად შეესაბამება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) საერთაშორისო სტანდარტებს და Blockchain Analytics ინსტრუმენტებით რისკების პრევენციას ახდენს.

„ჩვენი მთავარი დანაპირები მარტივია: შენი კრიპტო - მეტი თავისუფლებით,“ - აცხადებს ჰეშბანკის გენერალური დირექტორი, გოგა ჩანადირი. „ამ სერვისის დანერგვით ჰეშბანკი არა მხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ბაზარზეც ახალ პრეცედენტს ქმნის. ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი რეგიონში, რომელიც მომხმარებელს ამ შესაძლებლობას აძლევს, რითაც მყარ და დაცულ ხიდს ვაშენებთ ტრადიციულ საბანკო სისტემასა და დეცენტრალიზებულ ფინანსებს შორის.“

ახალი ინტეგრაცია უკვე აქტიურია ჰეშბანკის მობილურ აპლიკაციაში. ვირტუალური აქტივების მიღება ბანკის კლიენტებისთვის სრულად უფასოა, ხოლო გარე ქსელში გატანისას მოქმედებს მხოლოდ თავად ბლოკჩეინ ქსელის მიერ განსაზღვრული საკომისიო (Network Fee).

ჰეშბანკი აგრძელებს ტექნოლოგიური ბაზის სრულყოფას, რათა უზრუნველყოს გლობალური სტანდარტის მქონე ფინანსური სერვისების უწყვეტი და მასშტაბური განვითარება.

ჰეშბანკის შესახებ:

ჰეშბანკი ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებლებს მარტივ, უსაფრთხო და თანამედროვე საბანკო სერვისებს სთავაზობს. ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მკაცრი საბანკო სტანდარტების სინთეზით, ბანკი ციფრული ეკონომიკის მოთხოვნებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ქმნის. 2026 წელს მიღწეული ტექნოლოგიური წარმატებებისთვის, საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Global Banking & Finance Review-მ ჰეშბანკს „საქართველოს საუკეთესო ახალი ციფრული ბანკი 2026“-ის (Best New Digital Bank Georgia 2026) ტიტული მიანიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ლიდერ პოზიციას რეგიონის ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს