ზაზა გაბუნია კელი დეგნანს - ჩვენი მეგობრობა ღირებულებებს ეფუძნება, რაც მას ურყევობას და განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

''მას შემდეგ, რაც 1992 წლის 23 აპრილს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაარსდა, საქართველომ და ამერიკამ შექმნეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის დიდი, ძლიერი, ნაყოფიერი და მდიდარი ისტორია.

მე ვულოცავ ელჩ დეგნანს, რომელმაც ამ მოკლე დროში განსაკუთრებული ენერგიულობით სრულფასოვნად და შესანიშნავად აჩვენა ქართული სახელმწიფოს იდეალებისა და ქართველი ხალხის ინტერესებისადმი ერთგულება.

პირველი, რაც ამერიკასთან დაკავშირებით გვახსენდება, ეს სიტყვა - “თავისუფლებაა”. სწორედ ეს არის 244 წლის წინ დღევანდელ დღეს მიღებული დეკლარაციის მთავარი სიტყვაც.

თავისუფლების იდეა არის ის, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ერს და ამ იდეის მხარდაჭერაში გამოიხატება კიდეც ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში

დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გულისხმობს.

მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც საქართველოს მოქალაქე მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატებს კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის გაწეული სამუშაოსთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების, პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის გაძლიერების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობის, კულტურული, საგანმანათლებლო და წიგნების თარგმნის პროგრამებისათვის.

მთავარი გზების მშენებლობის და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისათვის.

ჯანდაცვის სექტორის ქმედუნარიანობის გაძლიერების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის.

ჩვენი მეგობრობა ღირებულებებს ეფუძნება, რაც მას ურყევობას და განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ელჩ დეგნანს, საელჩოსა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეს! '' - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ზაზა გაბუნიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსმსახური ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე