გერმანიის სამხარეო არჩევნების შედეგებზე, ამ არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კანცლერ მერცს გადადგომა მოუწიოს, ასევე იმაზე, როგორია გერმანელი ულტრამემარჯვენეებისა და მემარცხენეების პოზიციები აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის საკითხებში, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ გერმანიის ულტრამემარჯვენეებსა და მემარცხენეების წარმატებებს მიესალმება „ქართული ოცნების ლიდერშიფი, „ინტერპრესნიუსი“, გერმანიაში მცხოვრებ დამოუკიდებელ მკვლევარს, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს მიხეილ სარჯველაძეს ესაუბრა.
- ბატონო მიხეილ, გერმანიაში ჩატარებულ სამხარეო არჩევნების შედეგებზე გვინდა გესაუბროთ.
გერმანიის სამ ფედერალურ მიწებში სამხარეო არჩევნები ქალაქ ბერლინის პარლამენტში ასევე მეკლენბურგ-წინა პომერანიაში გაიმართა.
წინასწარი შედგებით, რომელიც ჯერაც ზუსტდება, ბერლინში პარლამენტის არჩევნებში 25.76%-ით იმარჯვებს "მემარცხენე პარტია", "ალტერნატივამ გერმანიისთვის“ მიიღო 16. 37 %, "საჰრა ვაგენკნეტის ალიანსმა" – 4. 75 %. მართველი ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიების შედეგები შეიძლება ითქვას, კატასტროფულია.
თქვენ როგორ შეაფასებდით სამხარეო არჩევნებში მემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიების საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს?
რას იტყოდით იმაზე, სავარაუდოდ, რამ განაპირობა ამ პარტიების ამგვარი შედეგები?
- გერმანიის სამ ფედერალურ მიწაზე ჩატარებულ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ მასში გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 9% მონაწილეობდა, ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.
ბერლინისგან განსხვავებით, საქსონია-ანჰალთი და მეკლენბურგ-წინა პომერანია რიგით მესამე ფედერალური მიწებია, სადაც ულტრამემარჯვენე „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ გაიმარჯვა.
ტრადიციული, ე.წ. „სახალხო პარტიების“ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, სოციალ-დემოკრატიული პარტია, მიერ პოზიციების დაკარგვის ფონზე, ლოგიკურად გაიზარდა პოლიტიკური ფლანგების მხარდაჭერა. ფედერალური მიწების არჩევნებში პოლიტიკური ფლანგების გაძლიერების მიზეზები ორ კონტექსტში უნდა განვიხილოთ - საერთაშორისო და შიდაგერმანულში.
საერთაშორისო კონტექსტში, მათ შორის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც, ვხედავთ ტენდენციას, როდესაც ტრადიციული, ე.წ. სახალხო პარტიები კარგავენ ამომრჩეველთა იმ ბირთვს, რომელიც მათ ათწლეულების მანძილზე ირჩევდა. მსგავსი წარმომადგენლობითი კრიზისის დროს წარმოიქმნება გაუცხოება ტრადიციულ პოლიტიკურ ელიტებსა და საზოგადოების ფართო ნაწილს შორის, რაც ავტომატურად აძლიერებს პოლიტიკურ ფლანგებს - გერმანიის შემთხვევაში, უკიდურეს მემარჯვენე, თუმცა ასევე მემარცხენე პარტიებს.
საერთაშორისო კონტექსტში, მათ შორის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც, ვხედავთ ტენდენციას, როდესაც ტრადიციული, ე.წ. სახალხო პარტიები კარგავენ ამომრჩეველთა იმ ბირთვს, რომელიც მათ ათწლეულების მანძილზე ირჩევდა... რაც ავტომატურად აძლიერებს პოლიტიკურ ფლანგებს - გერმანიის შემთხვევაში, უკიდურეს მემარჯვენე, თუმცა ასევე მემარცხენე პარტიებს
აღნიშნული პროცესი პოლიტიკური ცენტრის ეროზიაა, რომელსაც ბევრი მიზეზი გააჩნია, თუმცა ის, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების მზარდი ფრაგმენტაციითაა განპირობებული. „ცივი ომის“ შემდგომი საერთაშორისო წესრიგის რღვევის ფონზე, ვხედავთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობის შემცირების პარალელურად ძლიერდება ავტორიტარული სახელმწიფოების ალიანსები, გეოპოლიტიკური კონფლიქტები აფერხებს გლობალიზაციას, ხოლო მიმდინარე დაპირისპირებებისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების ფონზე წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემები და არალეგალური მიგრაცია ზრდის პოლარიზაციის ხარისხს, მათ შორის, გერმანულ საზოგადოებაშიც.
გარდა ამისა, საზოგადოების ფრაგმენტაციის პროცესთან მიმართებით არ უნდა დაგვავიწყდეს ჰიბრიდული ომის საფრთხეები, რომლებიც გერმანიამ, როგორც უკრაინის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანმა მხარდამჭერმა, უშუალოდ იწვნია საკუთარ თავზე.
თუ გერმანიის ამ სამი მიწის ფედერალურ არჩევნებს ავტორიტარიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის არსებული სისტემური კონფლიქტის კონტექსტში განვიხილავთ, ცხადი გახდება, თუ რატომ უჭერს მხარს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთდროულად როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე დონალდ ტრამპი.
თუ გერმანიის ამ სამი მიწის ფედერალურ არჩევნებს ავტორიტარიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის არსებული სისტემური კონფლიქტის კონტექსტში განვიხილავთ, ცხადი გახდება, თუ რატომ უჭერს მხარს პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთდროულად როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე დონალდ ტრამპი
რაც შეეხება შიდაგერმანულ მიზეზებს, თუ რამ განაპირობა მემარცხენეებისა და AfD-ის წარმატება, უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად გადამწყვეტ ფაქტორს არა ლოკალური მთავრობების წარმატებული ან წარუმატებელი საქმიანობა, არამედ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიმართ ამომრჩევლის ნეგატიური დამოკიდებულების ზრდა წარმოადგენდა.
უშუალოდ არჩევნებამდე გამოკითხულთა მხოლოდ 10% იყო კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით კმაყოფილი, რაც მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ არსებული პოლარიზაციის ფონზე, ე.წ. პროტესტულად განწყობილმა ამომრჩეველმა მხარი პოლიტიკურ ფლანგებს დაუჭირა და არა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ტრადიციულად მონაწილეობენ გერმანიის ხელისუფლებაში. აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ბერლინი და, მეორე მხრივ, საქსონია-ანჰალტი / მეკლენბურგ-წინა პომერანია.
არჩევნებამდე გამოკითხულთა მხოლოდ 10% იყო კანცლერ ფრიდრიხ მერცის საქმიანობით კმაყოფილი, რაც მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმია
ბერლინის აწ უკვე ყოფილი მთავრობა გერმანიის მიწებს შორის ყველაზე არაპოპულარული მთავრობა იყო და მისი საქმიანობით მოსახლეობის მხოლოდ 20% იყო კმაყოფილი. ფედერალური პოლიტიკისადმი უკმაყოფილება, განსაკუთრებით რეგიონებში AfD-ის მიმართ ასტრონომიულად გაზრდილი მხარდაჭერის კონტექსტში, ბერლინის არჩევნებზე ყველაზე ნაკლებად აისახა ქალაქის განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე. ბერლინი მულტიკულტურული დედაქალაქია, სადაც მოსახლეობის 42% მიგრაციული წარმოშობისაა.
გარდა ამისა, მემარცხენეების ისტორიული გამარჯვება ძირითადად საარჩევნო კამპანიის ორ ფაქტორზე მორგებამ განაპირობა: ბინების ქირისა და საცხოვრებლის კრიზისმა, ასევე სოციალურმა უსაფრთხოებამ.
ამასთანავე, პარტიამ წარმატებით შეძლო პასიური ამომრჩევლების დიდი რაოდენობისა (დაახლოებით 75 000 მოქალაქე) და 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდების მობილიზება (მხრდაჭერა 45%).
მემარცხენეებმა ასევე წარმატებით მოახდინეს ბერლინის ყოფილი მთავრობის (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი / სოციალ-დემოკრატები) მიმართ არსებული საპროტესტო განწყობის კაპიტალიზაცია.
ის ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისთვის „ჭკუის სწავლება“ გადაწყვიტა, წარმატებით გამოიყენა AfD-მაც, რომლის საარჩევნო კამპანია უსაფრთხოებასა და მიგრაციაზე იყო ფოკუსირებული. აღსანიშნავია, რომ AfD-მ ხმების უმრავლესობა ბერლინის პერიფერიულ, სტრუქტურულად და ეკონომიკურად სუსტ უბნებში მოიპოვა, თუმცა, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სხვა პარტიები მასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ, მას ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს.
ბერლინის შემთხვევაში მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში ყველაზე მოსალოდნელი განვითარება მემარცხენეების, მწვანეებისა და სოციალ-დემოკრატების მიერ სამთავრობო კოალიციის შექმნაა.
ის ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისთვის „ჭკუის სწავლება“ გადაწყვიტა, წარმატებით გამოიყენა AfD-მაც, რომლის საარჩევნო კამპანია უსაფრთხოებასა და მიგრაციაზე იყო ფოკუსირებული. აღსანიშნავია, რომ AfD-მ ხმების უმრავლესობა ბერლინის პერიფერიულ, სტრუქტურულად და ეკონომიკურად სუსტ უბნებში მოიპოვა, თუმცა, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სხვა პარტიები მასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ, მას ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს
საქსონია-ანჰალთისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის შემთხვევაში AfD-ის განსაკუთრებული წარმატება, ბერლინისგან განსხვავებით, უფრო მეტადაა გადაჯაჭვული გლობალურ პროცესებთან. ახლო წარსულში გერმანიის, როგორც ზეგავლენიანი ეკონომიკური აქტორის და „ექსპორტის ჩემპიონის“, წარმატება, სხვა ფაქტორებთან ერთად, ორ მთავარ საყრდენს ეფუძნებოდა: იაფ რუსულ ენერგორესურსებსა და გლობალურ თავისუფალ ვაჭრობას, განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარზე.
თუმცა, საერთაშორისო წესრიგის ეროზიის ფონზე, გეოეკონომიკურმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ, აღნიშნული მოდელის კრიზისი გამოიწვია.
ენერგეტიკულმა კრიზისმა, ინფლაციამ, აშშ-ის მზარდმა პროტექციონიზმმა და ჩინეთზე დამოკიდებულებამ მძიმე დარტყმა მიაყენა გერმანიის ტრადიციულ მძიმე მრეწველობასა და ავტოინდუსტრიას. ამ მოვლენების ფონზე, გერმანული საზოგადოება სოციალური უსაფრთხოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა და სწორედ ამ შიშის ინსტრუმენტალიზებას ახდენს წარმატებით „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
ამას ემატება პოლიტიკური ელიტის მიმართ არსებული იმედგაცრუება, რაც ზრდის AfD-ის მხარდაჭერას საპროტესტო და პასიური ამომრჩევლის მხრიდან. ორივე ფედერალურ მიწაზე AfD-მ საერთო ჯამში დაახლოებით 200 000-მდე პასიური ამომრჩევლის მობილიზება შეძლო. AfD-მ წარმატებით შეძლო მოქალაქეების ფედერალური პოლიტიკით უკმაყოფილებითა და საზოგადოებაში არსებული შიშებით მანიპულირება.
გარდა ამისა, პარტიამ ასევე წარმატებით მოახდინა საკუთარი თავის, როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან დაპირისპირებული საზოგადოებრივი რუპორის ინსცენირება. შესაბამისად, მისი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო არა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, არამედ დებატების პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების ნაცვლად მიგრაციასა თუ ეროვნულ იდენტობაზე გადამისამართებაზე.
ორივე ფედერალურ მიწაზე AfD-მ საერთო ჯამში დაახლოებით 200 000-მდე პასიური ამომრჩევლის მობილიზება შეძლო. AfD-მ წარმატებით შეძლო მოქალაქეების ფედერალური პოლიტიკით უკმაყოფილებითა და საზოგადოებაში არსებული შიშებით მანიპულირება
იდენტობასა თუ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან მიმართებით AfD ძირითადად მიგრაციის თემას ეყრდნობოდა, რომელიც პარტიის პოპულიზმის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან AfD, განსაკუთრებით 2015-2016 წლების არალეგალურ მიგრაციას, სახელმწიფოზე კონტროლის დაკარგვად წარმოაჩენს.
ვინაიდან საქსონია-ანჰალთი და მეკლენბურგ-წინა პომერანია ე.წ. აღმოსავლეთგერმანული მიწებია ტოტალიტარული გამოცდილებით, სახელმწიფოს ჩამოშლის თუნდაც არარსებული საფრთხე ამომრჩეველთა ცალკეულ წრეებში ჯერ კიდევ განსაკუთრებულ შიშს იწვევს.
გარდა ამისა, AfD-ის წარმატებაზე აისახა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანულ მიწებს შორის დღემდე არსებული ეკონომიკური უთანასწორობა და სტრუქტურული განსხვავებები.
AfD-ის წარმატებაზე აისახა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანულ მიწებს შორის დღემდე არსებული ეკონომიკური უთანასწორობა და სტრუქტურული განსხვავებები
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრადიციულად პრორუსული განწყობებით გამოირჩევა და, შესაბამისად, ხმაურიანი განცხადებები რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე თუ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ამოქმედებაზე გასაკვირი არ არის.
პარტია არა მხოლოდ მხარს უჭერს რუსული გაზსადენების ამოქმედებას, არამედ ეწინააღმდეგება რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ AfD-ის ლიბერალური პროფილის გათვალისწინებით, ტოტალიტარული მმართველობის მქონე „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის“ მიმართ, განსაკუთრებით ასაკოვან ამომრჩევლებში, სენტიმენტები ჯერ კიდევ არსებობს.
- საქსონია-ანჰალთში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერებმა საკმაოდ ხმაურიან განცხადებები გააკეთეს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე.
ასევე იმაზე რომ გერმანიის ფედერალურ ხელისუფლებაში მათი გამარჯვების შემთხვევაში გერმანია უარს იტყვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე.
ბერლინში 25%-იანი მხარდაჭერის მიღება საკმაოდ სერიოზული განაცხადია ნებისმიერი პარტიისთვის. ვინ არიან „მემარცხენე პარტიის“ ლიდერები? მათ და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მოსახლეობიდან რამდენი უჭერს მხარს?
მემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება რა გავლენას იქონიებს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე? განსაკუთრებით იმაზე, რაც გერმანიის მხრიდან უკრაინის დახმარებას ეხება?
- „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრადიციულად პრორუსული განწყობებით გამოირჩევა და, შესაბამისად, ხმაურიანი განცხადებები რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე თუ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ამოქმედებაზე გასაკვირი არ არის.
პარტია არა მხოლოდ მხარს უჭერს რუსული გაზსადენების ამოქმედებას, არამედ ეწინააღმდეგება რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას.
გარდა ამისა, AfD-სა და კრემლს შორის არსებობს მჭიდრო კონტაქტები, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე. AfD-ის ცალკეული პარლამენტარები ბუნდესტაგიდან თუ ევროპარლამენტიდან ხშირად სტუმრობენ, რუსეთს და კრემლის სასარგებლო ლობისტურ საქმიანობას ეწევიან გერმანიისა თუ ევროკავშირის მასშტაბით.
პუტინის რეჟიმსა და AfD-ს შორის მჭიდრო კავშირები, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიური თანხვედრის შედეგია, რადგან ორივე პოლიტიკური ძალა ილიბერალური ბუნებისაა და გერმანიის საგარეო, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედს - ნატოსა და ევროკავშირს -საფრთხეებად აღიქვამს
პუტინის რეჟიმსა და AfD-ს შორის მჭიდრო კავშირები, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიური თანხვედრის შედეგია, რადგან ორივე პოლიტიკური ძალა ილიბერალური ბუნებისაა და გერმანიის საგარეო, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედს - ნატოსა და ევროკავშირს -საფრთხეებად აღიქვამს.
AfD-ის მხარდაჭერა გერმანიის მასშტაბით 27-30%-ს შორის მერყეობს, თუმცა, რადგან სხვა პარტიები AfD-სთან მიმართებით აწარმოებენ ერთგვარი გამყოფი ხაზის (Brandmauer) პოლიტიკას, ისინი უარს აცხადებენ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, ახლო მომავალში და არსებული მხარდაჭერის შენარჩუნების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს.
იცვლება გერმანიის მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულებაც, რადგან იზრდება შიში, რომ შესაძლოა სამომავლოდ გერმანიაში ულტრამემარჯვენე, ნაწილობრივ ექსტრემისტული, ნატოსა და ევროკავშირის მოწინააღმდეგე, პრორუსული პარტია აღმოჩნდეს მმართველობის სადავეებთან
თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ AfD-ის წარმატება რეგიონულ არჩევნებში საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის, როგორც ქმედითუნარიანი აქტორის, სამოქმედო არეალს ამცირებს. ფედერალურ მთავრობას გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩენა ესაჭიროება რეფორმებისა და, ზოგადად, შიდა პოლიტიკის გასატარებლად.
გარდა ამისა, იცვლება გერმანიის მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულებაც, რადგან იზრდება შიში, რომ შესაძლოა სამომავლოდ გერმანიაში ულტრამემარჯვენე, ნაწილობრივ ექსტრემისტული, ნატოსა და ევროკავშირის მოწინააღმდეგე, პრორუსული პარტია აღმოჩნდეს მმართველობის სადავეებთან.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონული არჩევნების შედეგები ირიბად აისახება გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზეც... მაგრამ რეგიონებში მემარცხენეებისა და AfD-ის წარმატება, მთლიანობაში, ზრდის ზეწოლას ფედერალურ მთავრობაზე, რათა მან სწრაფად და ეფექტურად გაატაროს დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც, ამ ეტაპზე უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის, საპენსიო თუ საგადასახადო სფეროებს მოიცავს
რაც შეეხება მემარცხენეებს, მათი მხარდაჭერა, ბერლინისგან განსხვავებით, ფედერალურ დონეზე 11-12%-ს შორის მერყეობს. მემარცხენეები, ისევე როგორც AfD, ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს არა მხოლოდ AfD-სთან, არამედ მემარცხენეებთან მიმართებითაც აქვს გაცხადებული ე.წ. გამყოფი ხაზის პოლიტიკა, რაც ბუნდესტაგის შემდგომ არჩევნებზე AfD-ის გაძლიერებისა და ტრადიციული პარტიების დასუსტების ფონზე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების პროცესს.
ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონული არჩევნების შედეგები ირიბად აისახება გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზეც. ამ დრომდე გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, თუმცა შემდგომი არჩევნების შემთხვევაში კანცლერზე და, ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებზე წნეხი იზრდება, რათა გაითვალისწინონ საზოგადოების განწყობები, მაგალითად, რუსული გაზის იმპორტთან ან უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების მოცულობასთან მიმართებით.
რეგიონებში მემარცხენეებისა და AfD-ის წარმატება, მთლიანობაში, ზრდის ზეწოლას ფედერალურ მთავრობაზე, რათა მან სწრაფად და ეფექტურად გაატაროს დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც, ამ ეტაპზე უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის, საპენსიო თუ საგადასახადო სფეროებს მოიცავს.
გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 43% მიიჩნევს, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინას სამხედრო დახმარება კიდევ უფრო უნდა გაუზარდონ, ხოლო 30% არსებული კურსის შენარჩუნების მომხრეა. გამოკითხულთა 24%-დან 35%-მდე კი სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტას ითხოვს
- მას შემდეგ რაც მმართველმა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიამ დედაქალაქში ხმების მხოლოდ 18.85% მიიღო, ასევე საკმაოდ დაბალია სოციალ-დემოკრატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გერმანიის მოსახლეობის განწყობები მნიშვნელოვნად იცვლება. მოქმედი ხელისუფლება ასეთი ცვლილებების ერთ ერთ და არა ერთადერთ მიზეზად დასახელდა გერმანიაში რუსეთიდან ჩასული და მცხოვრები მოქალაქეების რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ გერმანიის ხელისუფლებამ სანკტ-პეტერბურგში გააუქმა გერმანიის საკონსულო.
უცნაური ისაა, რომ უკეთესი ცხოვრების ძიებაში რუსეთიდან გერმანიაში ჩასული მოქალაქეები ღიად უჭერენ მხარს უკრაინაში ომის დამწყებ პრეზიდენტ პუტინს. მათი ამგვარი ქცევის მიზეზი რა შეიძლება იყო?
და მთავარი, - სამხარეო არჩევნებზე კატასტროფული შედეგების შემდეგ მოქმედების რა გზას აირჩევენ ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კანცლერ მერც მოუწიოს კანცლერობიდან გადადგომა?
- გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 43% მიიჩნევს, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინას სამხედრო დახმარება კიდევ უფრო უნდა გაუზარდონ, ხოლო 30% არსებული კურსის შენარჩუნების მომხრეა. გამოკითხულთა 24%-დან 35%-მდე კი სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტას ითხოვს.
შეწყვეტის მომხრეებს, პირველ რიგში, მემარცხენეები, ულტრამემარჯვენე AfD-ისა და პოპულისტური BSW-ის („ზარა ვაგენკნეხტის ალიანსი“) ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს (დაახლოებით 65-71%).
ფედერალურ მთავრობაში მყოფ ქრისტიან-დემოკრატიულ/ქრისტიან-სოციალურ კავშირსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მმართველი კოალიცია ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. მან უნდა მოახერხოს საზოგადოების ფართო წრეების დარწმუნება იმაში, რომ აქვს სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის უნარი და, რაც მთავარია, კონკრეტული გეგმა
რაც შეეხება ე.წ. რუს გერმანელებს, რომლებიც 90-იან წლებში რუსეთიდან ან პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში დაბრუნდნენ, მათი დაახლოებით ერთი მესამედი AfD-ის ამომრჩეველია და AfD იყო პირველი პარტია, რომელმაც საარჩევნო პროგრამა რუსულ ენაზე თარგმნა. მათ არჩევანზე ძირითადად ზეგავლენას რუსული პროპაგანდისტული საშუალებები ახდენს, ასევე კრემლსა და AfD-ს შორის არსებული მჭიდრო კავშირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების ირგვლივ.
რაც შეეხება ამჟამად ფედერალურ მთავრობაში მყოფ ქრისტიან-დემოკრატიულ/ქრისტიან-სოციალურ კავშირსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მმართველი კოალიცია ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. მან უნდა მოახერხოს საზოგადოების ფართო წრეების დარწმუნება იმაში, რომ აქვს სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის უნარი და, რაც მთავარია, კონკრეტული გეგმა.
გამოწვევები მრავალფეროვანია და ის მოიცავს საპენსიო და ჯანდაცვის დაგეგმილი რეფორმების ახალ რეალობასთან მისადაგებას, გერმანული ავტოინდუსტრიისა და, ზოგადად, მრეწველობის გადარჩენისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებლობას, ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვასა და სწრაფ ფინანსურ დახმარებებს, განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების ფონზე, მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის კურსს (მოსალოდნელი გადახედვა ხარჯვით ნაწილში) და ა.შ.
არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების კატასტროფული შედეგის მიუხედავად, ფრიდრიხ მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების კატასტროფული შედეგის მიუხედავად, ფრიდრიხ მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები. მისი, როგორც კანცლერის ისტორიულად დაბალი რეიტინგის ფონზe, საკუთარი პარტიის რიგებში იზრდება საჯარო მოწოდებები და იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კანცლერის ცვლილებას მხარს უჭერენ.
პარტიის ისტორიაში პირველად, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარტია ადგილობრივი პარლამენტის მიღმა დარჩა, თუმცა ფრიდრიხ მერცმა ჯერჯერობით მაინც შეძლო საკუთარი პოზიციების შენარჩუნება.
ლე პენისა და ბარდელას განცხადების ძირითადი მიზეზი კრემლის მიერ რამდენიმე ევროპული კომპანიის, მათ შორის ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის, Auchan-ის რუსული ბიზნესაქტივების დროებითი მმართველობის ქვეშ მოქცევა გახდა. რეალურად კი განცხადების მიზანი კრემლთან დაახლოებული და დაკავშირებული ძალის იმიჯის ჩამოშორება და ცენტრისტი ამომრჩევლების გულის მოგებაა
მომავალი წლის გაზაფხულზე გერმანიის ხუთ ფედერალურ მიწაზე ადგილობრივი არჩევნები გაიმართება და, შესაძლოა, მერცის, როგორც კანცლერის ბედი საბოლოოდ სწორედ აღნიშნულმა არჩევნებმა განსაზღვროს.
- ორი კვირის წინ გერმანიაში გამართული სამხარეო არჩევნების შემდეგ ბევრმა გააკეთა პროგნოზი იმაზე რომ საფრანგეთში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს საფრანგეთის მემარცხენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარი ლე პენი მოიგებს.
2026 წლის 19 სექტემბერს საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (Rassemblement national, RN) ლიდერებმა, მარინ ლე პენმა და ჟორდან ბარდელამ, რომლებიც საფრანგეთის მომავალ არჩევნებში უპირობო ფავორიტები არიან, რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადება მოჰყვა მაკრონის მიერ 18 სექტემბერს ელისეს სასახლეში, მათ შორის საფრანგეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით, გამართულ უსაფრთხოების თათბირს.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერების განცხადებით, - „არც პროვოკაციამ, არც რუსების მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ ჩატარებულმა ფარულმა ოპერაციებმა და არც დესტაბილიზაციის მცდელობამ არ უნდა აიძულოს საფრანგეთი, ხელი შეუწყოს ურაინაში რუსეთის სამხედრო მიზნების მიღწევას.“
ამ განცხადებას არაფერი დაეწუნება, მაგრამ, ვინც პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს, ალბათ ახსოვს, რომ მარი ლი პენმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ 10 მილიონიანი სესხი რუსული ერთ ერთი ბანკიდან მას შემდე მიიღო, როცა ლე პენი პრეზიდენტ პუტინს მოსკოვში შეხვდა.
ამ განცხადების მიუხედავად, გაქვთ იმის განცთა რომ თუ საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი მარი ლი პენი, ან ჟორდან ბარდელა გახდა, ისინი რუსეთის მიმართ ისეთივე კრიტიკული იქნებიან როგორ მოხმობილ და ხსენებულ განცხადებაში იყვნენ?
თუ არა, მაშინ ევროკავშირის მომავალი სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?
- დიდი ალბათობით, აღნიშნული განცხადება უფრო წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, გახშირებული ჰიბრიდული თავდასხმებისა და მუქარის ფონზე, ვიდრე რუსეთის მიმართ დამოკიდებულების რეალური ცვლილება.
ლე პენისა და ბარდელას განცხადების ძირითადი მიზეზი კრემლის მიერ რამდენიმე ევროპული კომპანიის, მათ შორის ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის, Auchan-ის რუსული ბიზნესაქტივების დროებითი მმართველობის ქვეშ მოქცევა გახდა. რეალურად კი განცხადების მიზანი კრემლთან დაახლოებული და დაკავშირებული ძალის იმიჯის ჩამოშორება და ცენტრისტი ამომრჩევლების გულის მოგებაა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლე პენის ხელისუფლება რუსეთის მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული იქნება
აღსანიშნავია, რომ „Rassemblement National“-მა 2024 წლიდან შეწყვიტა თანამშრომლობა AfD-სთან ამ უკანასკნელის რადიკალური განცხადებების გამო და, ფედერალურ მიწებზე გამარჯვების შემდეგ, იდეოლოგიური თანხვედრის მიუხედავად, ლე პენსა და ბარდელას AfD-ის ლიდერებისთვის გამარჯვება არ მიულოცავთ.
ამ ორ პარტიას შორის არსებული უთანხმოება სტრატეგიულ მიდგომებშია, რომელიც RN-ის შემთხვევაში პარტიის ნორმალიზაციას და ცენტრისტული ამომრჩევლისთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას ემსახურება. AfD-ში, პირიქით, ლოკომოტივის ფუნქციას რადიკალური ძალები ასრულებენ, რომლებიც რადიკალურ, ნაციონალისტურ მიმართულებას უჭერენ მხარს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლე პენის ხელისუფლება რუსეთის მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული იქნება. მაგალითად, ბარდელამ განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უკრაინის უპირობო დახმარება ვეღარ გაგრძელდება. უფრო მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, RN რუსეთთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას გაატარებს, რაც უკრაინის დახმარების შეზღუდვას, სანქციების ბლოკირებასა და კრემლთან დიალოგის დაწყებას გულისხმობს. ევროკავშირში პარტიის ნაციონალისტური პოლიტიკა გაართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის დასრულებას.
ევროსკეპტიკური პოზიციებით გამორჩეული პოპულისტური პარტიების გაძლიერება საფრანგეთსა თუ გერმანიაში, რომლებიც ამავდროულად ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევიან, აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირის დასუსტებას, რაც პირველ რიგში პუტინისა და ტრამპის ინტერესებში შედის
საფრანგეთში RN-ის გამარჯვების შემთხვევაში „ფრანგულ-გერმანული ძრავის“ პარალიზებაა მოსალოდნელი, რაც ევროკავშირისთვის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორისთვის, არსებით საფრთხეს წარმოადგენს.
ფედერალურ მთავრობაზე მუდმივი ზეწოლის, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური დესტაბილიზაციის შემთხვევაში, გერმანიის - როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკისა და ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური მოთამაშის - პარალიზებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ევროკავშირის რეფორმები ფინანსურ, მიგრაციულ და უსაფრთხოების სფეროებში.
ევროსკეპტიკური პოზიციებით გამორჩეული პოპულისტური პარტიების გაძლიერება საფრანგეთსა თუ გერმანიაში, რომლებიც ამავდროულად ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევიან, აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირის დასუსტებას, რაც პირველ რიგში პუტინისა და ტრამპის ინტერესებში შედის.
„ქართული ოცნების“ პოზიტიური რეაქცია AfD-ის წარმატებაზე რეალურად იმის დიაგნოზია, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს გერმანიისგან მტრის ხატის შექმნას. მმართველმა გუნდმა ახლო წარსულში ყველაფერი გააკეთა გერმანიასთან ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების საბოტაჟისთვის
- გვახსოვს ორი კვირის წინ საქსონია-ანჰალთში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიღებულ ხმებზე როგორი რეაქცია ჰქონდათ საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
ვინც თვალს ადევნებს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქმიანობას, საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს, იცის იმის შესახებ რომ ისინი გარდა იმისა რომ ლოიალურები არიან პრეზიდენტ პუტინის მიმართ, ხშირად გამოთქვამენ მხარდაჭერას სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებების მიმართ.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მხარდამჭერების AfD-ს მიმართ გულშემატკივრობა?
თქვენი დაკვირვებით AfD-ს ლიდერებს რა პოზიციები აქვთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ?
- „ქართული ოცნების“ პოზიტიური რეაქცია AfD-ის წარმატებაზე რეალურად იმის დიაგნოზია, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს გერმანიისგან მტრის ხატის შექმნას. მმართველმა გუნდმა ახლო წარსულში ყველაფერი გააკეთა გერმანიასთან ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების საბოტაჟისთვის.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდის ფოკუსში გერმანიის მოხვედრა შემთხვევითობა არ ყოფილა. პროპაგანდისთვის გერმანია, რომელიც რეალურად საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და ათწლეულების მანძილზე უმნიშვნელოვანესი ევროპელი პარტნიორი სახელმწიფო იყო, სიმბოლურად განასახიერებს ევროკავშირს, ნატოსა და, ზოგადად, ლიბერალურ-დემოკრატიულ მოდელს.
გერმანიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების ვერბალურ თავდასხმებს საგარეო-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რაც კრავს რკალს AfD-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის. კრემლისთვის პოპულისტური, ანტიევროპული და ნატოს მოწინააღმდეგე პარტიები ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ და, ბუნებრივია, რუსეთი მათ ინსტრუმენტალიზებას გამუდმებით ცდილობს
შიდაპოლიტიკური მიზეზების გარდა, გერმანიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების ვერბალურ თავდასხმებს საგარეო-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რაც კრავს რკალს AfD-სა და „ქართულ ოცნებას“ შორის. კრემლისთვის პოპულისტური, ანტიევროპული და ნატოს მოწინააღმდეგე პარტიები ბუნებრივ მოკავშირეებს წარმოადგენენ და, ბუნებრივია, რუსეთი მათ ინსტრუმენტალიზებას გამუდმებით ცდილობს.
კრემლის პერსპექტივიდან ამ ქსელისა და გეგმის ერთ-ერთი ნაწილია როგორც „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ისე „ქართული ოცნებაც“. „ქართულმა ოცნებამ“ გერმანია შეარჩია საკუთარი პროპაგანდის სამიზნედ, რადგან ბერლინი მწვავედ რეაგირებდა მმართველი პარტიის მიერ ავტოკრატიული მმართველობის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და რადგან გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.
შესაბამისად, გერმანიის მიმართ უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ უქმნის შესაძლებლობას, ასიამოვნოს კრემლს და დაუმტკიცოს საკუთარი ერთგულება.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი საქართველო იყო. თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული და ანტიგერმანული პოლიტიკის შედეგად, ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა
საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სამხრეთ კავკასიაში გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი საქართველო იყო. თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული და ანტიგერმანული პოლიტიკის შედეგად, ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
ამავდროულად, საქართველოს მეზობელმა სახელმწიფოებმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, მიმდინარე წელს გერმანიასთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, მაშინ როცა საქართველო თვითიზოლაციაშია.
„ქართული ოცნებისა“ და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ავტოკრატიული იდეოლოგია სრულ თანხვედრაშია, რაც ამ ორ პოლიტიკურ ძალას ბუნებრივ მოკავშირეებად აქცევს
გარდა ამისა, „ქართული ოცნებისა“ და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ავტოკრატიული იდეოლოგია სრულ თანხვედრაშია, რაც ამ ორ პოლიტიკურ ძალას ბუნებრივ მოკავშირეებად აქცევს.
წარსულში დე ფაქტო არჩევნებზე ე.წ. დამკვირვებლის სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ AfD-ის ცალკეული პოლიტიკოსები.
გარდა ამისა, საქართველოში 2024 წლის არჩევნების შემდგომ AfD იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციები შეიმუშავა როგორც ბუნდესტაგში, ისე ევროპარლამენტში.
AfD-ის მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიტიური დამოკიდებულება და, პირიქით, AfD-ის მიერ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერა ბუნდესტაგსა თუ ევროპარლამენტში არაფორმალურ კავშირებზე მიუთითებს, რომელთა უკან სავარაუდოდ კრემლი დგას
აღნიშნული რეზოლუციების ავტორები, როგორიც არიან, მაგალითად, შტეფენ კოტრე, ჰანს ნოიჰოფი და პეტრ ბისტრონი, პარტიაში უპირველეს ყოვლისა პრორუსული პოზიციებით გამოირჩევიან და მჭიდრო კონტაქტები აქვთ კრემლთან. შესაბამისად, შემთხვევითი არ იყო, როცა ბუნდესტაგში AfD-ის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვის შემდეგ, რეზოლუციის ავტორებს გარეთ ტელეკომპანია „იმედი“ ელოდებოდა ინტერვიუს ჩასაწერად.
გარდა ამისა, საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ფონზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობისგან კვლავ დაჟინებით ითხოვდა საქართველოში იმ პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდებების გამხელას, რომლებიც ცალკეული პროექტების დაფინანსებას გერმანიისგან იღებენ.
AfD-ს ასევე ჰქონდა ფედერალურ მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, როცა პრესრელიზით მოუწოდა მას, მიეღო გერმანიაში საქართველოს ელჩის - ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის გადაწყვეტილება.
AfD-ის მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიტიური დამოკიდებულება და, პირიქით, AfD-ის მიერ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერა ბუნდესტაგსა თუ ევროპარლამენტში არაფორმალურ კავშირებზე მიუთითებს, რომელთა უკან სავარაუდოდ კრემლი დგას.
ბუნდესტაგში AfD-ის რეზოლუცია გაჯერებული იყო რუსული ნარატივებით. მაგალითად, რეზოლუციაში პარტია წერს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სტალინისტური პოლიტიკის ფარგლებში შეუერთა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკას და რომ მანამდე აფხაზეთი დამოუკიდებელი სამეფო იყო.
AfD აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით მხარს უჭერს ე.წ. თვითგამორკვევის უფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების მომხრეა.
მსგავსი პოზიციების მქონე პარტია წარმოადგენს „ქართული ოცნების“ ერთადერთ პოლიტიკურ დასაყრდენს გერმანიაში, რაც ჩემი აზრით ცხადად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ გეგმებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი