საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ მოაწერა.

სამინისტროს განცხადებით, ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას შორის თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროში. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზაობას ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, მხარეები ორიენტირებულნი არიან, წაახალისონ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლა და სხვა ტიპის ღონისძიებები მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გზით.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა