სერგი კაპანაძე - შს მინისტრის პარლამენტში მოსვლას ველოდებით, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დადგენილებაზე ვისაუბრებთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებული დადგენილების პროექტის განხილვა წლის ბოლომდე მოხდება.

როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას და მისი პასუხების მოსმენას ელოდებიან.

„ევროპულ საქართველოს“ აქვს დარეგისტრირებული დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მიიღო. ეს პირველ რიგში არის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მ.კ.–ს მიმართ. მეორე, ეს არის კონკრეტული პირების, მათ შორის მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყება, ისევე როგორც იმ ადამიანების მიმართ, ვინც შსს–ში და პროკურატურაში აყალბებდნენ საქმეს, ეს ცალკე გამოვყავით, რადგან კომისიის დასკვნაში იყო ბევრი რეკომენდაცია და ახლა გვინდა ამ საკითხებზე მივიღოთ პასუხები პარლამენტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. როგორც ვიცით, მიუხედავად ბევრი მოტყუებისა, მინისტრი აპირებს მოვიდეს პარლამენტში. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვექნება დადგენილების განხილვა. ჯერ ველოდებით მინისტრის მოსვლას და მისი პასუხების მოსმენას. ეს თემა აუცილებლად იქნება დღის წესრიგში დიდი ხანი, ვიდრე ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული პასუხები არ ექნება. ეს არის კითხვები, რომლებიც არ განელებულა და მათ თუ გონიათ პოლიტიკური პიკი გადავიდა და საზოგადოებას დაავიწყდა, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს