ნინო ლომჯარია - არის მცდელობა კანონის გვერდის ავლით მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამშრომლების გათავისუფლება ან დასაქმება, რაც არაკონსტიტუციურია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივი სტატუსი ეცვლებათ.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად კონსტიტუციის და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ინიცირებული კანონპროექტი. საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში. ჩემი აზრით, აღნიშნული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არის როგორც არაკონსტიტუციური, ასევე წინააღმდეგობაში მთელ იმ რეფორმის სულისკვეთებასთან, რაც პოზიტიურად იყო შეფასებული",- განაცხადა ლომჯარიამ.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების საკითხს ეხმაურება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა