ე.წ ციანიდის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

ე.წ ციანიდის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. დავის საგანია ის ნორმები, რომელიც დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას აკისრებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ გაუთქმელობის ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ, რის გამოც ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ. დეკანოზის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია დღეს დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

იხილეთ ვიდეო: ე.წ ციანიდის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა