ბელგიის ერთ-ერთ რეგიონში,  მანქანაში 16 წლამდე ბავშვის თანდასწრებით სიგარეტის მოწევა 1000-ევროიან ჯარიმას გამოიწვევს

ბელგიაში, ფლანდრიის რეგიონულმა პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის თანახმად, მანქანაში 16 წლამდე ბავშვის თანდასწრებით სიგარეტის მოწევა 1000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

როგორც ბელგიური მედია იუწყება, აღნიშნული კანონი პარტია „ფლამანდელმა ქრისტიან-დემოკრატებმა“ მოამზადეს. პარტიაში იმედოვნებენ, რომ ანალოგიური კანონმდებლობა ქვეყნის დანარჩენ ორ რეგიონში, ვალონიაში და ბრიუსელის რეგიონში იქნება მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმა ასევე გავრცელდება 16 წლამდე ბავშვების თანდასწრებით მანქანაში ელექტრონული სიგარეტის მოწევის შემთხვევაზეც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს