ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია

ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, კარგი იქნება თუ პრემიერ–მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

„დღეს გამარჯვებულია "ქართული ოცნება" და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია - ირაკლი კობახიძე

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი