ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ უფრო „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი

არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ უფრო „მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეწყალების აქტთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილი შეწყალების უფლებას აღარ გამოიყენებს.

„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან. დაახლოებით ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ასჯერ „მოწყალე“ იყოს, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა