FAO და UNECE კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტყეების პირველ კვლევაზე იმუშავებენ

კავკასიის რეგიონში ტყეებთან დაკავშირებული ცოდნის გაზრდის მიზნით, გაერო-ს ეკონომიკური მისია ევროპისათვის (UNECE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალ პუბლიკაციაზე მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) აცნობეს, ნაშრომი „ტყეების მდგომარეობა კავკასიასა და ცენტრალური აზიაში“, ტყესა და ტყის მართვას ეხება და მასში განხილულია: რეგიონის ქვეყნების ინსტიტუციური სტრუქტურები, ტყის რესურსების მდგომარეობა და მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„ეროვნული სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც 1988 წლით თარიღდება, შედარებულია უახლეს მონაცემებთან, რაც დაეხმარება სახელწიფოებს ტყის რესურსებთან დაკავშირებული რეალური სურათის დადგენაში“, - განაცხადა კვლევის წამყვანმა სპეციალისმა ტიკიტ პრინსმა.

კვლევის მენეჯერის რომან მიჩალაკისი კი დასძენს, რომ აღნიშნული კვლევის გამოყენებით, მთავრობებს შეეძლებათ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ტყეებისა და ტყითსარგებლობის შესახებ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.

პუბლიკაცია და მასში შესული საკითხები განხილული იყო თბილისში, ექპერტთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს გარდა 7 სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქვეყნების დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, სატყეო სექტორში განვითარებული ტენდენციები და საჭიროებები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელებზეც ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

ექსპერტთა სამუშაო შეხვედრის ფარგლებშივე განხილული იყო „FAO-ს მსოფლიო ტყეების შეფასების 2020 წლის ანგარიში“. კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების წარმოდგენილებმა FAO-ს და UNECE-ის მოწვეული საერთაშორისო ექპერტებისგან კვალიფიციური მითითებები მიიღეს, მათ ქვეყნებში არსებული მონაცემებისა და საჭიროებების გაანალიზებისას.

FAO-ს ინფორმაციით, კვლევა ჩატარებული იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტყეების მდგრადი განვითარებისა და მენეჯმენტის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს FAO-ს და UNECE-ის თანამშრომლობის პროგრამას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა