პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს.სხდომის დაწყებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.

„სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, პოლიტიკურ მოვლენებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღეში ახალი კონსტიტუცია ძალაში შედის, რომელიც რეფორმის შედეგად მივიღეთ, რაც რეალურად, როგორც პოლიტიკურ სისტემაში, ასევე ქვეყანაში ახალ რეალობას აყენებს დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ, საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები, რომელიც ახალ კონსტიტუციას უკავშირდება. ასევე ვგეგმავთ, განვიხილოთ ეკონომიკური საკითხები. ჩვენ გვაქვს სურვილი რეგიონებში განსაკუთრებით, თვითმმართველობებსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო აქტიური“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა სხდომაზე საკადრო ცვლილებები, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ამომწურავი განმარტებები გააკეთა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს