გიორგი ბარამიძე - ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, გიორგი მარგველაშვილმა რომ არაფერი გააკეთა, ამას უთვლის საკუთარ თავს მიღწევად

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, გიორგი მარგველაშვილმა, რომ არაფერი გააკეთა, ამას უთვლის საკუთარ თავს მიღწევად, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს შეეძლო ბევრი სწორი ნაბიჯი გადაედგა, რადგან მას საზოგადოებასთან ჰქონდა ვალდებულება, თუმცა ეს არ გააკეთა.

„მას შეეძლო ბევრი სწორი ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მხოლოდ ის, რომ მან მოახდინა დემონსტრირება, რომ ის რაღაცნაირად არ ერთვება მწვავე პოლიტიკურ დებატებში თუ პაექრობაში და არ ეპოტინება თანამდებობას, დიდი ვერაფერი მიღწევაა. მე ადამიანურად სხვა ურთიერთობა მაქვს გიორგისთან და მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური განსხვავებებისა, მინდოდა, საქართველოს კარგი პრეზიდენტი ყოფილიყო“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, გიორგი მარგველაშვილმა რომ არაფერი გააკეთა, ამას უთვლის საკუთარ თავს მიღწევად" - გიორგი ბარამიძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა