ბასა ფოცხიშვილი - ეს  იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე

დღეს, 15:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის ეზოში, სადაც მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, ჯარის რეპეტიცია გაიმართება. როგორც ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორმა. ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, 16 დეკემბრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება და ინაუგურაცია ყოველგვარი მხატვრული ელემენტების გარეშე ჩატარდება.

“დღეს საღამოს უკვე დამთავრდება ტრიბუნების მშენებლობა. ვფიქრობ, ყველაფერი მზად იქნება კვირისთვის. ბოლო შტრიხები კეთდება. დღეს შესაძლოა ჯარის რეპეტიციაც გაიმართოს. კვირას, მაყურებელი იხილავს ინაუგურაციას. საერთოდ, ყველა ზედმეტი გადახვევა და მხატვრული ელემენტების დამატება არამართებულად მიიჩნევა ინაუგურაციის ცერემონიაში. ასე, რომ ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული ინაუგურაცია, ყოველგვარი ზედმეტობის და მხატვრული ელემენტების გარეშე. ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმ სტილში, რომ მისადაგებული იყოს არსებულ გარემოსთან“, - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა და დასძინა, რომ დღეს, 3 საათზე ყველაფერი მზად იქნება ჯარის რეპეტიციისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია