აშშ-ს სენატმა ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს დააკისრა

აშშ-ს სენატმა საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს დააკისრა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა ის პირი, ვისაც კავშირი აქვს ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული.

„აშშ-ს სენატმა ერთხმად განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პასუხისმგებელია ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე. ეს ძლიერი მესიჯია, რაც ჩვენს ღირებულებებზე მეტყველებს“, - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ კორკერმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სენატმა ასევე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საუდის არაბეთისთვის დახმარების გაწევა იემენში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ ეტაპზე ამ რეზოლუციებს აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატა უყრის კენჭს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს