ირაკლი კობახიძე - უშიშროების საბჭო არსებული სახით  ნონსენსი იყო

საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო არსებული სახით იყო ნონსენსი, თავსებადი არ იყო სისტემასთან და აქედანგამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ საჭირო იყო გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლების სისტემაში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, უშიშროების საბჭოს გაუქმება თავდაცვის უსაფრთხოებას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის.

მისი თქმით, ყალიბდება ახალი საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით.

„ამას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც არის, როგორც ვიცი, უკვე ინიცირებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან. ჩვენ ავიღეთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო მმართველობასთან და ზუსტად ამას ეფუძნება ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილია და ინიცირებულია პარლამენტში“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა