ეკატერინე მიქაბაძე - ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა აუცილებლად მიგვიყვანს თანამედროვე ევროპამდე

ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოს აუცილებლად მიიყვანს თანამედროვე ევროპამდე, ეს არის გზა მდგრადი განვითარებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის - Meliora დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ეკატერინე მიქაბაძემ სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელს გადასცა ჯილდო - „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე“ კომპანიის მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამისთვის.

„საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები, არამედ მთლიანად ქვეყანაც. მისი ბიზნეს გარემო იქნება კიდევ უფრო მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსი - Meliora 2018 წელს დაარსდა. მისი ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელმაც კონკურსი ჩაატარა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, თბილისის მერიასთან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, შვედეთის საელჩოსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora მხარდაჭერი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა