გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიალზე  „მიმავალი პრეზიდენტის“ როლი განსაზღვრა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანებულებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს, ცვლილება შეიტანა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებები „თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს“. ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა ჩაიწერა ბრძანებულებაში, თუმცა „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ცვლილებით, გიორგი მარგველაშვილმა მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრა. ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცვლილება შევიდა დამსწრე პირთა სიაშიც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში, ამ დრომდე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრული არ იყო.

"პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, რომელიც გაწერილი იყო 2001 წელს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება. ეს ცვლილებაც გაგრძელებაა იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს“, - განაცხადა საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიალზე საკუთარი როლი განსაზღვრა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს