საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლოს მანდატურებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლოს მანდატურებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განაცხადა, სასამართლოში სარჩელი მანდატურებმა ჯიმშერ ცხადაძემ და მამუკა ჭანტურიამ შეიტანეს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ნორმები დისკრიმინაციული იყო, რადგან მათ 50 წლის შემდეგ სახელმწიფო თანდებობის დაკავების უფლებას უკრძალავდა.

გიორგი სულხანიშვილის თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მანდატურების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და განმარტა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ შეეძლება მანდატურის ფუნქციების შესრულება.

„ადამიანის ფიზიკური მონაცემები შესაძლებელია ინდივიდუალურად შემოწმდეს, რასაც სადაო ნორმა არ ითვალისწინებდა და აქედან გამომდინარე, არაკონსტიტუცოურად იქნა მიჩნეული“, - განაცხადა გიორგი სულხანიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს