ადა მარშანია -  „ქართული  ოცნებიდან“  რამდენიმე  ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7vs1” განაცხადა. მისი თქმით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ წევრებთან.

ადა მარშანიამ დაადასტურა, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს გედევან ფოფხაძესთან, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ უერთდებოდა.

გედევან ფოფხაძის ფიგურა უკვე გამოირიცხა სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი დეპუტაცია გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები „ქართული ოცნების“ წევრ მამაკაცებთან. „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს „პატრიოტთა ალიანსში“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ფრაქციის გაძლიერების საკითხი დღის წესრიგში, ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა, რომლემაც პარტია და ფრაქცია დატოვა, რის გამოც ფრაქციის შენარჩუნებისთვის დეპუტათა არასაკმარისი რაოდენობა დარჩა. რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის არსებობისთვის, მინიმუმ ხუთი დეპუტატია საჭირო. დროებით „საქართველოს პატრიოტებს“ მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი, დათო ჭიჭინაძე შეუერთდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, მისი „პატრიოტებში“ გადასვლა, დროებითია. იმ შემთხვევაში თუ „საქართველოს პატრიოტებს“ ჭიჭინაძე დატოვებს და ვერ მოხდება მისი ჩანაცვლება, „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში ფრაქციის გარეშე დარჩება.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნებიდან" რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებში" - ადა მარშანია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს