გამსახურდიების ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება

ამ პროტესტის მიზანი არის არა პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, არამედ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც არა საქმის გამომძიებელსა და პროკურორს შეუძლია, არამედ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს. კერძოდ, საქართველოს მთავარ პროკურორს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ისარგებლეს მათ პროკურატურის მიერ დაშვებული საშვებით.

გიგუაშვილის თქმით, იმ ფორმატში შეხვედრას, რასაც პროკურატურა მათ სთავაზობს, აზრი არ აქვს. როგორც გიგუაშვილმა აღნიშნა, მათ სჭირდებათ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქმის დროულ გამოძიებაზე, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.

„საქმის გამომძიებელთან და პროკურორთან, მე, როგორც ადვოკატს, ხშირი შეხვედრები მაქვს და მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ მქონია. რაც შეეხება კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს, საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან შეხვედრაზე ისინი უარს აცხადებენ, იქედან გამომდინარე, რომ ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩვენ გვჭირდება ამ საქმეზე პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს პროტესტი არ უკავშირდება იმას, რომ ვინმე ჩვენ არ გვხვდება. პროტესტი არის იმის, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად. დარჩენილ ორ კვირაში შეუძლებელია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუ ყველამ ერთად არ იმუშვა. როგორც პროკურატურამ , ისე სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო სისტემა ერთიანად იმუშავებს, პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლებელი იქნება.

როგორც გიგუაშვილმა აღნიშნა, ამ საქმის გადაწყვეტას სჭირდება არა მხოლოდ პროცესუალური და სამართლებრივი ნება, არამედ პოლიტიკური.

„ორ კვირაში პროკურატურამ და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა საქართველოს პროკურატურის მისაღებში დღეს შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. 31 დეკემბერს კი საქმეს ხანდაზმულობის ვადა გადის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა