მაიკ პომპეო -  აშშ ზომებს მიიღებს საუდის არაბეთის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობაშია გარეული

აშშ-ს ადმინისტრაცია ზომებს მიიღებს საუდის არაბეთის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაშია გარეული. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განწყობილია დაიცვას აშშ და ამავდროულად პასუხი აგებინოს მათ, ვინც ჯამალ ხაშოგის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეო ასევე გამოეხმაურა აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს დაეკისრა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ სენატის კენჭისყრის შედეგები. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეპყრობით იმას, რასაც საკანონმდებლო ხელისუფლება აკეთებს. ჩვენ გვესმის მათი შეშფოთება და ძალისხმევას არ ვიშურებთ ავუხსნათ მათ თუ რატომ ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვატარებთ“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხაშოგის მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა, ასევე ამერიკელი მოქალაქეების დაცვა საუდის არაბეთთან მტკიცე ალიანსის შენარჩუნებით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს