„ყვითელი ჟილეტების“ აქციებთან დაკავშირებით, საფრანგეთში 69 ათასი პოლიციელია მობილიზებული

საფრანგეთის შს სამინისტროს განცხადებით, „ყვითელი ჟილეტების“ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით 69 ათასი პოლიციელია მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში 8 ათასი პოლიციელი იქნება მობილიზებული. პოლიციამ უკვე დაიკავა პოზიციები ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბთ 89 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული. აქციების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქცია ყოველ შაბათს ტარდება, რომლის დროსაც რამდენჯერმე მოხდა შეტაკება პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს