ავსტრალიის პრემიერი - ჩვენ დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ვაღიარებთ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალია დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.

„ავსტრალია დასავლეთ იერუსალიმს, სადაც განლაგებულია ისრაელის პარლამენტი და სხვა სამთავრობო დაწესებულებები, ისრაელის დედაქალაად აღიარებს. ჩვენს საელჩოს დასავლეთ იერუსალიმში მაშინ გადავიტანთ, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება და ქალაქის საბოლოო სტატუსი განისაზღვრება“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ავსტრალიის მთავრობა დასავლეთ იერუსალიმში თავდაცვით და სავაჭრო წარმომადგენლობებს გახსნის.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და ვაღიარებთ პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს მომავალი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება“, - დასძინა მან.

იხილეტ ვიდეო: ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს