რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს