პარიზში, „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიციის პრეფექტურა ავრცელებს.

შანზ-ელიზეზე, სადაც პოლიციის კორდონებია, ათასამდე მანიფესტანტი შეიკრიბა. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის. ასევე პარიზის ცენტრში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქცია ყოველ შაბათს ტარდება, რომლის დროსაც რამდენჯერმე მოხდა შეტაკება პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს