მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის პირველადი დახმარების სწავლება ჩატარდა

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პირველი ჯგუფის სწავლება უკვე დასრულდა. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გადასცა. კურსის მონაწილეებს სამედიცინო ჩანთებიც დაურიგდათ. კომპლექტაცია გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო სახარჯ მასალასა და ინვენტარს მოიცავს.

გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადება სასწავლო-სატრენინგო ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობდა. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა.

პროგრამის მიზანი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების განვითარება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა