„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მცხეთის რაიონში ახალი საწარმო ამოქმედდა

„ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში, შპს „ხიჩატელმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან ერთად გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, „ხიჩატელის“ შემნახველ სამაცივრო მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 910 ტონა ხილის განთავსებაა შესაძლებელი. საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,558,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 779,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

2019 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულების ნაწილს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.

2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეიქმნა 11 ახალი საწარმო და გაფართოვდა 19 საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით „ერთიანი აგროპროექტის“ უკვე დაფინანსდა 840-ზე მეტი მოქმედი და 185 ახალი საწარმო.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა