საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა ესტუმრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ჩეხ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაროსლავ კუბერას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად მზადყოფნა გამოთქვეს.

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

უწყების ინფორმაციით, ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ​

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს