„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ბესო დანელია - მთის გადარჩენაზე ხელისუფლების სტრატეგიას ვერ ვხედავთ

საქართველოში ყველა ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მთელი საზოგადოება ვთანხმდებით იმაზე, რომ მთის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზამთარი დადგა თუ არა სოფლები უკაცრიელ ადგილებად იქცა, -აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესო დანელია.

როგორც დანელია განმარტავს, მთაში მცხოვრები ადამიანისთვის 100 და 200 ლარით წახალისება კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

„200-ზე მეტი სოფელია, სადაც ადამიანებმა დატოვეს სახლ-კარი. პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის ფარია. კი ბატონო, მაგრამ არც ასეთი სიტყვიერი წახალისებაა საკმარისი, იმისთვის, რომ მთიანი სოფლებიდან ხალხი არ გამორბოდეს. ჩვენ ვერ ვხედავთ მთის გადარჩენაზე ხელისუფლის სტრატეგიას“ , - განაცხადა ბესო დანელიამ.

მისივე თქმით გამოსავალი თვითმმართველობის გაძლიერებასა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებაშია.

„ვიდრე თვითმმართველობა არ გაძლიერდება, ხელისუფლება უფრო წამახალისებელ ნაბიჯებს არ გადადგამს და უფრო გლობალურად არ იფიქრებს იმაზე თუ როგორ გაუჩინოს სურვილი ახალგაზრდებს იცხოვრონ და იმუშავონ თავიანთ სოფლებში, არანაირ 100 და 200 ლარს აზრი არ აქვს. ხელისუფლებამ ინტერესი უნდა გააჩინოს, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს. მაღალმთიან შოტლანდიაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა, როდესაც გლეხებმა მთა დატოვეს. რა გააკეთა შოტლანდიის ხელისუფლებამ? გააკეთა ის, რომ კომპლექსური მიდგომით, სამართლებრივი თუ სოციალური პროექტების ამუშავებით, სუბსიდიების შექმნით, გამოქცეული ხალხი მთაში დააბრუნა. ბიზნესიც განვითარდა, ვისკის, ლუდის უზარმაზარი საწარმოებიც ამუშავდა, ფეხზე დადგნენ. ასევე შვეიცარიის მაგალითი შემიძლია გავიხსენო, სადაც ყველა პროდუქციას რომელიც შვეიცარიის მაღალმთიანეთში იწარმოება, მაღალ ფასში ყიდულობს თავად ხელისუფლება. ძალიან ბევრი მაგალითებია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკაში აქ განვახორციელოთ და დავეხმაროთ მაღალმთიან სოფლებს, გადავარჩინოთ დემოგრაფია. ვუშველოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მთაში დაბრუნების სურვილი არ აქვთ", - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესო დანელია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი