პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი ჩამოვიდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა საქართველოში ჩამოვიდნენ. პოლონელ სტუმრებს თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა დახვდა. „პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად უკვე ჩამოვიდნენ: ლიეტუვის სეიმის მარშალი- ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი- იაროსლავ კუბერა. ​

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს